ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თუ ჰარი მაგუაიერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავა, "წითელი ეშმაკები" მის შემცვლელად "ნიცას" უკანახაზელ ჟან-კლერ ტოდიბოს განიხილავენ.
23 წლის ფეხბურთელის სახელი ადრე ტურინის "იუვენტუსსაც" დაუკავშირეს.
ტოდიბომ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 46 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.