გადაყენებული ლორან ბლანის ნაცვლად "ლიონის" მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშნავენ, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, მალე კონტრაქტს გააფორმებენ და გატუზო გუნდს ჩაიბარებს.
"ლიონი" ლიგა 1-ში მე-18 ადგილზეა და მორიგ ტურში "ავრს" შეხვდება.