![](https://sportall.ge/pictures/image5/80ee27823e694756242011049afd0937.jpeg)
მწვრთნელი მარსელინიო დანიშვნიდან 3 თვის შემდეგ "მარსელს" დატოვებს, - იტყობინება "ეკიპი".
ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს უკვე უთხრა, რომ გადადგება.
მარსელინიოს "მარსელთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და თუ სამუშაო დატოვა, გუნდს ევროპა ლიგაზე "აიაქსთან" მატჩში ჟან-პიერ პაპენი უხელმძღვანელებს.
მარსელინიოს შესაძლო გადადგომის მიზეზი "მარსელის" წარუმატებელი ასპარეზობა და გულშემატკივრების უკმაყოფილებაა.