![](https://sportall.ge/pictures/image5/f7359ce7bcc9e0a536740701d0261350.jpg)
„ნიცას“ 22 წლის ნახევარმცველი ალექსის ბეკა-ბეკა ვიადუკა მანიანის 100 მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადახტომას აპირებდა. RMC Sport-ის მტკიცებით, ამის მიზეზი მეგობარ გოგონასთან განშორება იყო.
ის სამსაათიანი მოლაპარაკების შედეგად ფსიქოლოგმა და სამაშველო სამსახურმა დაარწმუნეს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაესრულებინა.
„ნიცას“ პრეზიდენტის ჟან-პიერ რივერის თქმით, შვებით ამოისუნთქეს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მომხდარის მიზეზი სამედიცინო საიდუმლოებაა, რომელსაც არ გაამხელენ და ყველას სთხოვენ პატივი სცენ სხვის პირად ცხოვრებას.