ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემას ადვოკატი ჰიუგ ვიჟე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ფეხბურთელი მატჩების დაწყების წინ საფრანგეთის ჰიმნს არ მღეროდა.

"მან უარი განაცხადა, მაგრამ საამისო მიზეზი ჰქონდა. ჩვენ აგრეთვე საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, რამდენად აქტუალურია 1795 წელს დაწერილი სიმღერის აზრი ჩვენს დროში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ტანში ჭიანჭველები დაგვირბენენ და რასაც ვგრძნობთ მისი მოსმენისას. ეს მისი არჩევანია და პრობლემა არაა.

ისლამისგან სამართლიანად ელიან ევოლუციას და მე არ მესმის, ჩვენც რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ფუნდამეტური ღირებულებები დროის განმავლობაში ევოლუციას
განიცდის. სწორედ ბენზემასგან მუდმივად მოითხოვენ ამის ახსნას და კარგად გვესმის, რატომ. ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც "მარსელიეზას" არ მღერის?", - ციტირებს ვიჟეს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რითი ახსნა? მოტივაცია რა იყო? ვისაც ქრ მოწონს ქვეყანა,სადაც ცხოვრობს, მიტუმეტეს მილიონეტია, გადაბარგდეს სხვაში. რატო არ მიდის ალჟირში? ამათი ორპირი ..
Rezo
21:18 19-10-2023
2
სულ რომ პელე და მარადონა იყოს, თუ ჩემ სამშობლოს პატივს არ სცემს, მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის უნდა - რა უნდა მაგას ეროვნულ გუნდში? ჰიმნის და დროშის იგნორირება ჩემთვის დიდი შეურაცყოფაა. ტელევიზორში ნაკრების თამაშების წინ ჰიმნს რომ ვუსმენ, ფეხზე ვდგები და ვმღერი კიდევაც. იმიტომ, რომ მე იმ, წინა საუკუნიდან ვარ და ეს ოცნების ასრულების ტოლფასია.
alexandre
10:13 20-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული