ქარიმ ბენზემას ადვოკატი ჰიუგ ვიჟე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ფეხბურთელი მატჩების დაწყების წინ საფრანგეთის ჰიმნს არ მღეროდა.
"მან უარი განაცხადა, მაგრამ საამისო მიზეზი ჰქონდა. ჩვენ აგრეთვე საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, რამდენად აქტუალურია 1795 წელს დაწერილი სიმღერის აზრი ჩვენს დროში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ტანში ჭიანჭველები დაგვირბენენ და რასაც ვგრძნობთ მისი მოსმენისას. ეს მისი არჩევანია და პრობლემა არაა.
ისლამისგან სამართლიანად ელიან ევოლუციას და მე არ მესმის, ჩვენც რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ფუნდამეტური ღირებულებები დროის განმავლობაში ევოლუციას
განიცდის. სწორედ ბენზემასგან მუდმივად მოითხოვენ ამის ახსნას და კარგად გვესმის, რატომ. ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც "მარსელიეზას" არ მღერის?", - ციტირებს ვიჟეს RMC Sport-ი.