მბაპეს "რეალში" ტრანსფერი შესაძლოა, ფეხბურთელის დედის გამო ჩაიშალოს

AutoSharing Option
Marca წერს, რომ კილიან მბაპეს "რეალში" ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს და ამის მიზეზი ფეხბურთელის დედა და ამავდროულად აგენტი ფაიზა ლამარია.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ფორვარდის მშობელს "სამეფო გუნდთან" დაძაბული ურთიერთობა აქვს და რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც შესაძლოა, გარიგება არ შედგეს.

მოგეხსენებათ, მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალში" სათამაშოდ მე-10 ნომერი უკვე შეარჩია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ჯანდაბად გინდათ ეს ტრანსგენდერთა სიყვარული, საერთოდ არევს ამ დალაგებულ გუნდში სიტუაციას, ამის ფასად მაგარი ცენტრფორვარდი და მარცხენა მცველი შეიძინონ და ეგაა, რეალია ბოლო ბოლო, შარშანდელის შემდეგ ამას აღარც მოვიკითხავდი! ისე იმ პროვოკატორ ვინისიუსსაც თუ გაუშვებთ და ჩვენს დღევანდელ იუბილარ მატგალიტს აიყვანთ, ნამდვილად არ წააგებთ, პირიქით!
llcl
12 თებერვალი 2024 14:33
3
ჰოო,შენ რომ დაგიჯერონ რეალი კი არა რეალ-სოსიედადი იქნება.
sandrex
12 თებერვალი 2024 20:45
5
რა მაგარი ექსპერტი ხარ. რა შორსმჭვრეტელური აზრები გაქვს. იქნებ მიაწვდინო ხმა რეალის ხელმძღვანელობაა
დავითი
12 თებერვალი 2024 18:03
4
ძალიან კარგი! არაა მისი ადგილი რეალში. დღემდე ვერ იაზრებს ეს და მისი ოჯახი რამდენს კარგავენ. რეალი უპრეცენდენტო კონტრაქტს თავაზობდა ისეთი არავის ქონია რეალის ისტორიაში და ამაზეც უარი თქვეს.ამის გამო არევდა სიტუაციას რეალის გასახდელში
Nick
12 თებერვალი 2024 13:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული