"ოლიმპიკმა" ლიგა 1-ის ბოლო ტურში გასვლაზე "ბრესტთან" 0:1 წააგო და კლუბის ბოსებს ბოლოდროინდელი შედეგები არ აკმაყოფილებთ. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "მარსელს" უკვე 7 მატჩია არ უმარჯვია.
აღსანიშნავია, რომ გატუზო მალე შესაძლოა, საბა საზონოვის "ტორინოს" თავკაცი გახდეს. ტურინელთა მოქმედ დამრიგებელ ივან იურიჩს ინგლისიდან აქვს შემოთავაზებები და დიდია ალბათობა იმისა, რომ ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლოს. მედიაში უკვე დაიწერა, რომ "ტორინოს" პრეზიდენტ ურბანო კაიროს მის ადგილას სწორედ გატუზოს მიწვევა სურს.
ძველი ამბავია. გუნდი აღარ მახსოვს და მწვრთნელად დაუნიშნეს ყოფილი მცველი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უხეში თამაშით. მწვრთნელად დანიშვნიდან მომდევნო 9-10 თამაშში, გუნდმა 60-ზე მეტი წითელი და ყვითელი ბარათი მიიღო. :)