გატუზოს "მარსელიდან" ითხოვენ და შესაძლოა, მალე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაწვრთნას

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "მარსელი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს დათხოვნას განიხილავს.

"ოლიმპიკმა" ლიგა 1-ის ბოლო ტურში გასვლაზე "ბრესტთან" 0:1 წააგო და კლუბის ბოსებს ბოლოდროინდელი შედეგები არ აკმაყოფილებთ. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "მარსელს" უკვე 7 მატჩია არ უმარჯვია.

აღსანიშნავია, რომ გატუზო მალე შესაძლოა, საბა საზონოვის "ტორინოს" თავკაცი გახდეს. ტურინელთა მოქმედ დამრიგებელ ივან იურიჩს ინგლისიდან აქვს შემოთავაზებები და დიდია ალბათობა იმისა, რომ ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლოს. მედიაში უკვე დაიწერა, რომ "ტორინოს" პრეზიდენტ ურბანო კაიროს მის ადგილას სწორედ გატუზოს მიწვევა სურს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეთქი საქართველოს ნაკრები და:))) ტორინოს გაწართვნას ნპ
berg
20 თებერვალი 2024 14:32
0
არაა ბიძიკო ეგ მწვრთნელობა შენი საქმე გატუზჯან,რა ჯიუტად აწვები ამ ამბავს,მოიფიქრე სხვა რამე,სხვა რამე სინჯე სანამ მთლად შერცხვები.გადაეცი ეს პიპო ინძაგისაც,ისიც შენსავით ჯიუტად აწვება და არ იმჩნევს,რომ ნოლია ამ საქმეში.წადით,ნახეთ რამე სხვა.
მირო
19 თებერვალი 2024 16:40
1
კარგი ფეხბურთელი იყო თავდაუზოგავათ იბრძოდა ყოველი ბურთისთვის მაგრამ მწვრთნელათ ვერ გამოდგა ყველა გუნდიდან ცუდი შედეგების გამოო გაუშვეს ახლა კარგათ მასპარეზე დიდი პრესპექტივის გუნდს ტორინოს დიდი ალბათობით უსახურს გახდის.
გიორგი
19 თებერვალი 2024 14:30
2
ტიპი თამაშობდა ჩამშლელად. შემოქმედებაზე არ აქვს ტვინი მომართული. რანაირად უნდა მომართოს აბა გუნდი და ახალი ტაქტიკური სქემები შექმნას?
ძველი ამბავია. გუნდი აღარ მახსოვს და მწვრთნელად დაუნიშნეს ყოფილი მცველი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უხეში თამაშით. მწვრთნელად დანიშვნიდან მომდევნო 9-10 თამაშში, გუნდმა 60-ზე მეტი წითელი და ყვითელი ბარათი მიიღო. :)
გოგია
19 თებერვალი 2024 13:05
1
არ გამოდის ამ ადამიანს მწვრთნელობა და რატომ ეპოტინებიან ვერ ვხვდები. მერამდენე გუნდია მარსელი? აქამდე იყო მილანი, ნაპოლი, ვალენსია, პალერმო, ოფი (საბერძნეთში), არსად არაფერი გამოუვიდა. უბრალოდ ვერ არის კარგი მწვრთნელი, მეტი არაფერი:)
gggggოოოო
19 თებერვალი 2024 12:32
0
არ არის ეს კაცი მწვრთნელი და მაინც იწვევენ აქეთ-იქით, უცნაურია ძაან.
gogi
19 თებერვალი 2024 12:14
1
ოღონდ ეს არა და თუ გინდათ მაცარი იყოს!
მწვრთნელი
19 თებერვალი 2024 12:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული