გატუზოს "მარსელიდან" ითხოვენ და შესაძლოა, მალე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაწვრთნას

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "მარსელი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს დათხოვნას განიხილავს.

"ოლიმპიკმა" ლიგა 1-ის ბოლო ტურში გასვლაზე "ბრესტთან" 0:1 წააგო და კლუბის ბოსებს ბოლოდროინდელი შედეგები არ აკმაყოფილებთ. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "მარსელს" უკვე 7 მატჩია არ უმარჯვია.

აღსანიშნავია, რომ გატუზო მალე შესაძლოა, საბა საზონოვის "ტორინოს" თავკაცი გახდეს. ტურინელთა მოქმედ დამრიგებელ ივან იურიჩს ინგლისიდან აქვს შემოთავაზებები და დიდია ალბათობა იმისა, რომ ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლოს. მედიაში უკვე დაიწერა, რომ "ტორინოს" პრეზიდენტ ურბანო კაიროს მის ადგილას სწორედ გატუზოს მიწვევა სურს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაა ბიძიკო ეგ მწვრთნელობა შენი საქმე გატუზჯან,რა ჯიუტად აწვები ამ ამბავს,მოიფიქრე სხვა რამე,სხვა რამე სინჯე სანამ მთლად შერცხვები.გადაეცი ეს პიპო ინძაგისაც,ისიც შენსავით ჯიუტად აწვება და არ იმჩნევს,რომ ნოლია ამ საქმეში.წადით,ნახეთ რამე სხვა.
მირო
16:40 19-02-2024
1
არ გამოდის ამ ადამიანს მწვრთნელობა და რატომ ეპოტინებიან ვერ ვხვდები. მერამდენე გუნდია მარსელი? აქამდე იყო მილანი, ნაპოლი, ვალენსია, პალერმო, ოფი (საბერძნეთში), არსად არაფერი გამოუვიდა. უბრალოდ ვერ არის კარგი მწვრთნელი, მეტი არაფერი:)
gggggოოოო
12:32 19-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული