"მარსელს" რობერტო დე ძერბი გაწვრთნის

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მარსელის" ახალი მწვრთნელი იტალიელი რობერტო დე ძერბი გახდება.

45 წლის დამრიგებელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება საფრანგეთში და ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

დე ძერბის ბოლო სამსახური პრემიერლიგის ბინადარი "ბრაიტონი" გახლდათ. იქამდე ის "ბენევენტოს", "სასუოლოს", დონეცკის "შახტარსა" და სხვა კლუბებს ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული