ხვიჩა ახლა პსჟ-ის თილისმად იქცევა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს?! - მბაპეს შეცვლა ხმაურიანი ტრანსფერით სურთ...

AutoSharing Option
ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი გარიგება მალევე შედგა, კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. ამან ახალი ინტერესი გააჩინა, პარიზული კლუბის შეძლებული და ამბიციური ხელმძღვანელობა ლიდერის სრულფასოვნად შეცვლას რამდენად ეცდებოდა. ეს ინტერესი ჩვენთვის კიდევ უფრო მძაფრი მას შემდეგ გახდა, რაც პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელია დაუკავშირეს...

ნასერ ალ-ხელაიფს ძალიან უნდა, "მანჩესტერ სიტის" მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის გეოგრაფია მათაც გაზარდონ. პარიზელთა კატარელმა მფლობელმა ამისთვის ერთი შეხედვით ყველაფერი გააკეთა და აქ თვით ლიონელ მესი ათამაშა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა. ბედი ზოგჯერ დაგვცინის. როდის მოიგო
"ჩელსიმ" პირველი ჩემპიონთა ლიგა? როცა გუნდისგან ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ და მწვრთნელიც დროებითი და გამოუცდელი ჰყავდათ. იქნებ პარიზულმა კლუბმაც მაშინ უფრო იზეიმოს, როცა ცოტათი ყურადღება მოდუნდება. მთლად ამის იმედად ყოფნა იქნება? იმავე "სიტიმ" ამ საქმისთვის თვით გვარდიოლას წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაახარჯა.

Sportall.Ge

ფაქტია, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თილისმად იქცა და გუნდმა ასე ნანატრი სკუდეტო მოიპოვა. იქნებ ქართველმა ახლა შეძლოს და პარიზელებს უფრო მეტად ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. ის ხვიჩას ოცნების ტურნირიცაა და ეს ფაქტორია, რაც მას ახლა აქ გადასვლას "აიძულებს". ჩემპიონატის დონით, საფრანგეთი იტალიაზე უკან დგას (რისი დამტკიცებაც უწევს სერია "ა"-ს), თუმცა "ნაპოლი" ვეღარ გვაძლევს იმ ემოციებს, რომლებსაც ერთი სეზონის წინ შეგვაჩვია.

აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელების გაშვება იდეალურ დროს იცის, ამავდროულად კი, თუკი ვინმეს წასვლა ისე სურს, "ნაპოლის" გულს ვეღარ უდებს, ხელს არ შეუშლის. "ნაპოლისა" და პსჟ-ს, ტრანსფერების მხრივ, გამოცდილება აქვთ. ბოლო ასეთი ფაბიან რუიზია. პირველ რიგში კი, ედინსონ კავანი გვახსენდება, "პალერმოდან" იაფად შეძენილში 55 მილიონი რომ გადაიხადეს. ისე კი, პარიზელებმა თანხები არც ანხელ დი მარიასა ("მანჩესტერს" 44 მლნ ფუნტი), თუ დავიდ ლუიზისთვის (50 მლნ "ჩელსის") დაზოგეს. გუნდი ადგილობრივი მასშტაბით მონსტრია, ნანატრი ჯილდო კი მოსაგებია!..

ლუის ენრიკეს გუნდი თითქოს ტოპ-ტრანსფერის მოლოდინშია გარინდული. შემტევებიდან აქ გონსალო რამოში იჯარის შემდეგ გაიფორმეს, ბრედლი ბარკოლას პროგრესიც აიმედებთ, მაგრამ ეს ცოტაა, ძალიან ცოტა. მართლია, მბაპე ისე წავიდა, ფინანსურად ვერ იხეირეს, მაგრამ მას ხმაურიანი შემცვლელი სჭირდება.

ცვლილება პარიზელთა ყველა რგოლს უნდა შეეხოს. დონარუმას მთავარი შემცვლელი რუსი მეკარე მატვეი საფონოვი გახდა. იყო დრო, ხვიჩას წამოსვლამდე ცოტა ხნოთ ადრე მასსა და კვარაცხელიას რუსეთში ერთნაირი სატრანსფერო ფასი, 16 მილიონი ევრო ჰქონდათ.

პარიზულ გუნდს სლოვაკ მხველ შკრინიართან განშორება სურს, ტრავმა აქვს ლუკას ერნანდესს, ბევრი გაუცდა კიპემბეს და საუბარია "ბოლონიელი" რიკარდო კალაფიორის ტრანსფერზე.

პსჟ ისე მაინც ვერ "მოისვენებს", თუ სახელოვან ფეხბურთელს არ გადაიბირებს და ინფორმაცია ჯოშუა კიმიხზეც ვრცელდება. ერთ დროს ის და გორეცკა ნახევარდაცვაში "ბაიერნის" მომავლის მთავარ ხალხად მიიჩნეოდნენ, თუმცა სიტუაციები იცვლება, შეუცვლელი არავინაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე ნიკო უილიამსის შეძენასაც ეცდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა.

წამსვლელებს შორის 23 წლის ურუგვაელი ნახევარცველი მანუელ უგარტე სახელდება. სიაში სხვებიც იქნებიან. ფორვარდი უგო ეტიკეტე "აინტრახტმა" უკვე გაიფორმა...

პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ში 18 აგვისტოდან ჩაერთვება, გაძლიერების საშუალება კი სექტემბრამდე ექნებათ. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის ერთდროულად შეძენა ძალიან ეფექტური კი იქნება. დაველოდოთ!..

alt"პარი სენ ჟერმენი" არ ნებდება და "ნაპოლის" შემტევი დუეტის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა

altხვიჩას იტოვებენ, რუის ადგილი არ იქნება, ოსიმენის გაყიდვას ცდილობენ - ყველაფერი "ნაპოლის" გეგმებსა და მატჩებზე

მკითხველის კომენტარები / 10 /
პსჟ-ეს ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ შეეძლო, მაშინ მოიგებდა მის რიგებში მსოფლიოს სამი უპირველესი ვარსკვლავი, რომ იყო, მაგრამ ვერ მოიგო და ამის მიზეზი მისი შემადგენლობა კი არ იყო, არამედ საფრანგეთის სუსტი ჩემპიონატი. ამას დაემატა პსჟ-ეს ვარსკვლავური შემადგენლობა და შინაური ჩემპიონატის მატჩებს სეირნობით იგებდენ, ანუ გუნდი გაზარმაცდა. მერე კი უცებ ლიგის მატჩი ითამაშეს, რომელსაც 90 წუთიანი დაძაბული ბრძოლა უნდა, მაგრამ გუნდი ამ დაძბულ ბრძოლას გადაჩვეული იყო. სწორედ ამიტომ განიცადეს ფიასკო ჩემპიონთა ლიგის ყველა გათამაშებაზე. ხვიჩა თუ იქ გადავა, იგივე მდგომარეობა იქნება და ხვიჩა მათთან ერთად ამ ტიტულს ვერასდროს ვერ მოიგებს. სწორედ ამიტომ გაიქცა მბაპე იქიდან, მიუხედავად ოქროს კოშკებისა.
ჟორა გაბრიჭიძე
22:07 10-07-2024
6
გული მიგრძნობს, როგორც ნაპოლის აღირსა ნანატრი სკუდეტო და ჩვენ ევროპა, ისე აჩუქებს ლიგას პსჟ-ს. თილისმაა ხვიჩა!
ალექს
21:30 10-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული