პარიზელების პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელია იყო და ქართველიც "პარკ დე ფრენსზე" გადაბარგებას დასთანხმდა, მაგრამ ტრანსფერი "ნაპოლიმ" დაბლოკა და საბოლოოდ, ქართველის "პარტენოპეიში" დარჩენა გადაწყდა.
ფრანგული გუნდის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი შემდეგ "ბილბაოდან" ნიკო უილიამსის დამატებაზე მუშაობდა, თუმცა თავის მხრივ, ფეხბურთელი არც "ბილბაომ" გაუშვა და თავად შემტევმაც თქვა, რომ თუ კლუბს გამოიცვლიდა, მხოლოდ "ბარსელონაში" გადაბარგდებოდა.
ახლა პსჟ-ის ორი ვარიანტი დარჩა. მათი მიზანი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯეიდონ
ინგლისელს "წითელი ეშმაკების" მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, "ქალაქელთა" არგენტინელმა ვარსკვლავმა კი უფრო მეტი სათამაშო დროის მიღების სურვილი გამოთქვა და შესაძლოა, "ეტიჰადს" გამოემშვიდობოს კიდეც.
ინფორმაციისთვის, პარიზელებს ალვარესისთვის ბრძოლაში კონკურენციას მადრიდის "ატლეტიკო" უწევს.