დაბრუნება სამშობლოში - რაბიო კარიერას "მარსელში" განაგრძობს
AutoSharing Option
ლიგა 1-ის ბინადარმა "მარსელმა" გვაუწყა, რომ 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ. მხარეებმა ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
რაბიო ბოლო 5 წელი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი სამშობლოში პსჟ-სა და "ტულუზში" ბურთაობდა.
მას ლიგა 1 კარიერის განმავლობაში ხუთჯერ მოუგია. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რაბიომ 2020/21 წლების ერთა ლიგა მოიგო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.