კვლავ კვარაცხელია-დემბელე-ბარკოლა - ძალების აღდგენა რომ მოასწრონ...

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტური ადრე დაიწყება, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (ლილი პირდაპირ მერვედფინალშია) მონაწილეებს ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეთ. 7 თებერვალს ტურს "ბრესტი" გახსნის, თბილისის დროით 23:59 საათზე (ჩვენი დრო) კი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "მონაკოს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს.

ეს გუნდები პირველი წრის ეგიდით ერთმანეთს 19 დეკემბერს შეხვდნენ, 5 იანვარს სუპერთასი გაითამაშეს და პარიზულ კლუბს ამ შეხვედრებშიც და ზოგადადაც, შიდა არენაზე ძალიან დამაჯერებელი პერიოდი აქვს - 20 მატჩში 50 ქულა მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ "ლიონს" მოუპოვებია; ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო
40 საშინაო დაპირისპირებოდან 38-ში გაიტანა; უკანასკნელ 13 მატჩში 36 შედეგიანი დარტყმა აქვთ; უშალო კონკურენტ "მარსელთან" სხვაობა 10 ქულაა.

პსჟ ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ "მონაკოს" შეხვდა - 113. უახლოესი მეტოქე ერთადერთია,  პარიზელები 40-ზე მეტ მატჩში (48) რომ დაამარცხა, დედაქალაქში ბოლო 13 სტუმრობიდან კი 12-ში გაიტანა. ჰუტერის გუნდმა გასვლით მატჩებში ძალიან სუსტია და ჩემპიონატში სტუმრად ბოლოს ოქტომებრში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმიდან" შეძენილმა, 21 წლის დანიელმა, მიკა ბირითმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი "მარსელს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ორი შედეგიანი პასის მიუხედავად, ემბოლო სათადარიგო უნდა იყოს. არ იქნება სინგო, რომელმაც მეკარე დონარუმას სახე დაუზიანა.

ჟოაო ნევეში მომჯობინდა

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მესამე შეხვედრაში (ერთი საგოლე პასი) კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ველით. ჟოაო ნევეში მომჯობინდა და იმედია, ნახევარმცველი მანამდე არსებულ ფორმას დაიბრუნებს. დემბელეს ბოლო 8 შეხვედრაში 14 გოლი აქვს, ბარკოლას შვიდში - 10.

მთავარი მსაკი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი, კლემენტ ტურპინი იქნება.

ექვსეულისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძის (4 გოლი, 1 საგოლე პასი) "ლიონი" "რეიმსს" კვირას, 9 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება, ხოლო, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, ზურიკო დავითაშვილის (7 გოლი, 2 შედეგიანი პასი) "სენტ ეტიენი" შაბათს ღამით (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ-ზე) ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ "რენს" უმასპინძლებს.

altრა არის კვარაცხელიას საუკეთესო მხარე - თავის ფეხბურთს არ კლავს, ამრავალფეროვნებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
რეალურად მართლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისწრაფე დაკარგა. მახსოვს კოვიდის დროს ესპანეთთან რომ ვითამაშეთ, ხალხს ისე ატყუებდა იფიქრებდი, რომ უმარტივესი რამე იყო მცველზე გაცდენა. იგივე იყო ნაპოლის პირველ სეზონში. მერე, სამწუხაროდ, გაქრა ეს სისწრაფე და წავიდა….იქნებ ცენტრში უკეთესია, 10იანზე მისი ადგილი ( არადა დიდი ხანია ეს პოზიცია წარსულს ჩაბარდა, მით უმეტეს დაცვაში არმომუშავე ნახევარმცველი), სამი კაცი აზის ფეხზე და დაცვას წელავს და ა.შ. იმდენად მაღალი კლასისაა, ამ დაკარგული სისწრაფის ფონზეც, რესპექტაბელური სტატისტიკა დადო და ძვირადაც გაიყიდა, მაგრამ იგივე ზაფხულში 70ს კი არა 100ს იხდიდნენ. მერე ყველაფრის მნახავი კონტე მიხვდა, რომ არც ისე შეუცვლელია გუნდისთვის და სარფიანად გაასხვისა. ახლა გზაგასაყარზეა და ვნახოთ როგორ და რა გზით წავა, ფაქტია ვინგერი უფრო სწრაფად უნდა ატყუებდეს კაცს ან სალაჰის დონის ფინიშინგი მიიღოს, რაც ძაან არარეალურია. ეს საუბარია მისი, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელის განვითარებაზე, თორემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რომ საუკეთესო ფეხბურთელია და მომდევნო 10 წელი რომ ნაკრები მის მხარზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ამაზე საუბარი არცაა
6
მთავარია თავს გადაახტეს ხვიჩამ და რასაც ქვია შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს მოედანზე ამ სეზონის ბოლომდე თორე რომ ამბობენ 75 მილიონი გადაიხადეს და ზამენაზე ვინ დასვამს ბარკოლას შემცვლელათ კი არ უყიდიათო არაა სწორი არგუმენტი ბატონებო 95 მილიონი გადაიხადეს კოლო-მუანიში მარა რო ვერ ითამაშა კი გაასუხარეს ეგერ იუვენტუსში, 80 მილიონია გადახდილი ცენტრ ფორვარდ რამოშში და ღრმა ზამენად იქცა ტიპი რო ვერ გაამართლა ის ავანსები.
რადგან დიდი თანხაა გადახდილი რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს გგონიათ სკამზე არ დასვამენ?
ჯერჯერობით ვაღიაროთ ბარკოლა ისე თამაშობს მაგის ამომგდები არაა, მოედანზე მტკიცდება ყველაფერი ამიტომ მაქსიმუმი უნდა გაიღოს ხვიჩამ რო გუნდის ძირითადის სამ შემტევში ერყრრტი ის იყოს ყოველთვის მოედანზე. პსჟ გრანდია თან დიდ ფულიანი შეიხებით და დამიჯერეთ ეგ 75 მილიონი არარის ბარიერი მათთვის თუ კი ვერ გაამართლა ამ კაპიტალის ფეხბურთელმა რომ ზამენაზე გადასვან და შემდეგ გაასხვისონ ეს "ქამარ შემოჭერილი" პსჟ ნაპოლი და რომა არ არის ოთხ ხუთ კლუბს თუ აქ ამდენი ფინანსური შესაძლებლობები თანამედროვე ფეხბურთში.
M-33
15:13 06-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული