![](https://sportall.ge/pictures/image5/3a058d3ec5285dd08d5eb9c18994920c.jpg)
პსჟ მცველს, ნუნუ მენდეშს კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
22 წლის პორტუგალიელი პარიზულ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღურებადი ფეხბურთელი გახდება. ნუნუ მენდეში 2021 წელს "პარი სენ ჟერმენმა" "სპორტინგისგან" იჯარით აიყვანა, შემდეგ კი 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 13 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.