"უბედური ვარ? თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი... ქსანა სულიერად მუდმივად ჩვენთანაა" - ლუის ენრიკემ გარდაცვლილ 9 წლის ქალიშვილზე ემოციურად ისაუბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასული წლის ბოლოს ლუის ენრიკეს შესახებ Movistar-ის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. პსჟ-ის მწვრთნელმა თავის ცხოვრების ტრაგიკულ მომენტზე ისაუბრა და გარდაცვლილი 9 წლის ქალიშვილი ქსანა გაიხსენა.

2019 წელს ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

"რა შემიძლია ვუწოდო ჩემს თავს, იღბლიანი თუ უბედური? - ჩემს თავს იღბლიანად განვიხილავ, ძალიან იღბლიანად, მაგრამ გეტყვიან, "შენი 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა...".

ჩემი ქალიშვილი ცხოვრებას მოევლინა და ჩვენთან ერთად 9 არაჩვეულებრივი წელი გაატარა, ჩვენ მასთან დაკავშირებით ათასობით მოგონება გვაქვს, მათ შორის, ვიდეოები. დედაჩემმა ქსანას ყველა ფოტო
აიღო, როდესაც სახლში მივედი ვკითხე, ეს რატომ გააკეთა... მიპასუხა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. დედაჩემს ვუთხარი, რომ ფოტოები დაებრუნებინა, რადგან ქსანა ცოცხალი იყო.

ფიზიკურად აღარ, მაგრამ ის სულიერად მუდმივად ჩვენთანაა, რადგან ყოველდღიურად მასზე ვსაუბრობთ, ვიცინით და ვიხსენებთ, რადგან მგონია, რომ ქსანა ჩვენ კიდევ გვნახავს", - თქვა ენრიკემ. 


მკითხველის კომენტარები / 6 /
საოცარი კაცია, გამძლეობა ოჯახს!
სოფო
21:40 26-02-2025
0
ბოდიში, შემთხვევით დავაჭირე დისლაიკს!
ბავშვის დაღუპვა საშინელებაა! მე ეს ვიცი…
გოგი-ს
17:49 26-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული