კიმიხი შეიძლება ზაფხულში პსჟ-ში გადავიდეს

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნი" ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას უშედეგოდ ცდილობს.

კიმიხის სამსახურით პსჟ, "ლივერპული" და "ინტერი" არიან დაინტერესებული, ყველაზე მეტად კი პარიზული კლუბი აქტიურობს, რომელმაც მისი გადაბირება გასულ წელს ვერ მოახერხა.

30 წლის კიმიხმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული