
33 წლის ცენტრალურ მცველს ვირგილ ვან დეიკს "ლივერპულთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მას ევროპის, აშშ-ის და საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან.
El Nacional-ის მტკიცებით, ნიდერლანდელით პსჟ დაინტერესდა, კარგი პირობები და ამბიციური პროექტი შესთავაზეს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 41 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და ადრე განაცხადა, რომ ჯერ თავად არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.