BILD: ბარკოლამ შეიძლება პსჟ დატოვოს - კომპანი მისი თამაშის სანახავად პარიზში ჩავიდა

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, პსჟ-ის 22 წლის გარემარბით, ბრედლი ბარკოლათი "ბაიერნი" დაინტერესდა და შეიძლება მასში პარიზულ კლუბს საკმაო თანხა შესთავაზოს.

ბარკოლას თამაში ძალიან მოსწონს მიუნხენური გუნდის მწვრთნელს ვენსან კომპანის და სწორედ ბრედლიზე დასაკვირვებლად დაესწრო პსჟ-სა და "მარსელის" მატჩს. აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა ადვილი არ იქნება, მაგრამ "ბაიერნი" ცდას არ დააკლებს.

ბარკოლამ მიმდინარე სეზონში "პარი სენ ჟერმენში" ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, ransfermark-ის მიხედვით კი მისი ფასი
70 მილიონი ევროა.

ის პსჟ-მ 2023 წელს "ლიონისგან" 45 მილიონად შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბარკოლაზე რომ კაცი იტყვის რაიმე აკლია მის თამაშსო, ფეხბურთის გაგებაში არაა! ასე ერთ-ორ თამაშზე დაყრდნობით, ნებისმიერ ფეხბურთელს გამოუნახაბ რაღაც ნაკლს. ბარკოლა მგონია ტომ ჭკვიანი ბიჭიცაა მაგარ ფეხბურთელობასთან ერთად და პსჟ - ს შემადგენლობაში რომ ფეხბურთელების გვერდით უწევს ბურთის გაგორება და ამით უმაღლესი სისმოვნების მიღება, ამაზეც იფიქრებს და არ ვფიქრობ, რომ ამ შენსის დაკარგვას დათანხმდეს! ის პესეჟეში დარჩება ჩემი აზრით...
გურულო
22:51 27-03-2025
0
თუ ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატეს, ბარკოლა ისედაც ვეღარაა ძირიღად შემადგენლობაში, მერე ხომ საერთოდ. ასე რომ შესაძლოა გაიყიდოს კიდეც.
ნიკო
12:14 27-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული