"სპორტინგის" პრეზიდენტი შეფურთხებისთვის მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
ლისაბონის "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნო დე კარვალიომ ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ "არუკას" პრეზიდენტს კარლოს პინიოს შეაფურთხა.

თავის მხრივ, პინიოს 20-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს დე კარვალიოზე თავდასხმის მცდელობისთვის.

ინციდენტი 2016 წლის 6 ნოემბერს მოხდა, როცა "სპორტინგმა" პორტუგალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში შინ მოუგო "არუკას" - 3:0. მატჩის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში კლუბების პრეზიდენტებს შორის ჩხუბი მოხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული