უჩვეულო შემთხვევას ჰქონდა ადგილი პორტუგალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში.
"პორტუსა" და "აროკას" მატჩის 90-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯი მიგელ ნოგეირა მომენტის გადასამოწმებლად მონიტორთან მივიდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ნახა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის VAR-ს ტელეფონით დაუკავშირდა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა.
არბიტრმა შეხვედრას 19 წუთი დაამატა, 90+17-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.