დღეს 15:10 საათზე ლვოვი-კრაკოვეცის ტრასაზე "ოპელის" მარკის ავტომობილს "მერსედესი" დაეჯახა, რის შედეგადაც "ოპელში" მჯდომი 26 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. "მერსედესი" ლვოვის "კარპატის" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, ბიზნესმენ პიოტრ დიმინსკის გახლავთ და როგორც ამბობენ, მანქანას მუდამ თავად მართავდა, უკან კი ყოველთვის თან დაყვებოდა დაცვის ავტომობილი.
ავარიის თვითმხილველებმა დაცვის მანქანაში გადაჯდომისას დიმინსკი შეამჩნიეს. დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ "მერსედესს" თვითონ მართავდა. პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჭესთან 43 წლის ლვოველი იჯდა. ალბათ, სწორედ დაცვის თანამშრომელზეა ლაპარაკი.
სავარაუდოდ, დიმინსკის დანაშაული საკუთარ თავზე დაცვის თანამშრომელმა აიღო.