ზაგრების "დინამოს" ექს-პრეზიდენტი მამიჩი ფეხში დაჭრეს

AutoSharing Option
2012 წელს კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილ ზაგრების "დინამოს"  პრეზიდენტს ზდრავკო მამიჩს თანამდებობის დატოვება მოუწია. მაშინ დაპატიმრებულიც გახლდათ, თუმცა სასჯელს გადაურჩა. ის ერთობ სკანდალური პიროვნება გახლავთ.

ხორვატული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ბოსნიაში ქალაქ ტომისლავგრადის მახლობლად მამის საფლავზე მიმავალი ზდრავკო ტყეში ფეხში დაუჭრიათ. ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიცია ორ დამნაშავეს ეძებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ბაევიკი ხალხია ეს იუგოსლაველები :)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული