ნასრის "ანთალიასპორმა" ზღაპრული პრეზენტაცია მოუწყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისგან" 3.2 მილიონ ფუნტად შეძენილ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს სამირ ნასრის "ანთალიასპორმა" პრეზენტაცია მოუწყო, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დაესწრო. ის პუბლიკის წინაშე კლუბის პრეზიდენტმა წარადგინა.

სეფე სიტყვა კი ნასრიმ წარმოსთქვა:"გამარჯვებულის მენტალიტეტის ვარ. თქვენთანაც გამარჯვებებისათვის ჩამოვედი. მიყვარს ისტორიის შექმნა. ვფიქრობ, ეს კლუბი იმსახურებს იმას, რომ თურქეთში საუკეთესო გახდეს. აი, ამ ისტორიის ნაწილი უნდა გავხდე.

მართლა მადლობელი და ბედნიერი ვარ თბილი მიღებისთვის. ერთი სული მაქვს როდის დადგება შაბათი, რათა გაჩვენოთ რა შემიძლია".

ნასრის საზეიმო ვითარებაში 13-ნომრიანი მაისურა გადასცეს, ყოველკვირეულ გასამრჯელოდ
60 ათასი ფუნტი დაუნიშნეს (ქალაქელები ორჯერ მეტ გასამრჯელოს უხდიდნენ) და წარდგენის შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ცნობისათვის, შაბათს "ანთალიასპორი" გასვლაზე "მალათიასპორს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული