ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
იყოჩაღა კვიპროსის ჩემპიონატზე ახნას "ეთნიკოსის" 20 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა ნიკოლაი ყიფიანმა (სიმაღლე 190 სმ), რომელიც რუსეთის მოქალაქეა და შარშან გადავიდა ამ გუნდში მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებიდან. მან დღეს ქვეყნის ჩემპიონატის მე-2 ტურში "პაფოსთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში დუბლი მიითვალა.

ნიკა თბილისშია დაბადებული, როგორც ამბობს, აქ ნათესავები ყავს და ქართული ფეთქებადი ხასიათი აქვს. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა ორმხრივი სურვილის შემთხვევაში მისი ჩვენს ეროვნულ გუნდში მოწვევა შესაძლებელია.

გეცოდინებათ, "ეთნიკოსში" ასპარეზობს ქართველი თავდამსხმელი გიორგი ილურიძე. ის ამჯერადაც სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდესაც გიორგი ჯიქია ამკარში თამაშობდა აქეთ მიგვანიშნებდა და გვეძახდა გამომოძახეთ ნაკრებშიო,სულ ქართულ დროშიან მაისურში დებდა ფოტოებს და ეს იმას ნიშნავდა რომ გვეძახდა.მერე დაელოდა იყო თუ არა ჩვენი ნაკრები გამსვლელი მუნდიალე მანამ გადაწყვეტილება არ მიუღია,როცა ნახა რომ შანსი არ გვქონდა მუნდიალე თამაშის პერსპექტივამ გადაწონა მისი სურვილი,არ იყო ასეე?იყოო.ეხლაა ეს ბიჭი ეროვნულში გამოსაძახებელიიიიიიი.ჟურნალისტებო იაქტიურეთ თქვენც სანამ დროააა...
ბაჩო გ
14:29 27-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული