ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ პირველად აღიარეს ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა (5 წლის წინ ჯაკას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადაეცა), ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ნაკრების თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი.
წლის საუკეთესო გოლად შერდან შაკირის მიერ შარშან ევროპირველობის 1/8 ფინალში პოლონელების კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.