ლუჩესკუმ არბიტრს საქმის გარჩევა სმარტაფონზე ჩაწერილი ვიდეოგამეორებით დაუწყო

AutoSharing Option
ხარკოვში უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 0:2-ზე წაგებული მატჩისას მსაჯების მიმართ მუდმივად გამოხატავდა უკმაყოფილებას თურქეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ. თამაშის დამთავრების შემდეგ რუმინელი მოედანზე შევიდა და სმარტაფონზე არბიტრებს შეცდომებზე მიუთითა, თუმცა მათ ყურადღება არ მიაქციეს.

ლუჩესკუმ აღიარა, რომ მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, მაგრამ რეფერიმ პირველი გოლისას ოფსაიტი არ დაფიქსირა, მეორე გოლის გაშვებამდე ბურთის პირით ხაზს იქით გადასვლა, თერთმეტმეტრიანიც არ დაუდო თავის გუნდს და მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი ვიდეოგამეორება იმიტომ უჩვენა, რათა მას ბოდიში მოეხადა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოფსაიტი? : ))))))))
ჟურნალისტი
19:04 03-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული