შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოს" "მონრეალთან" გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
აშშ-ს პირველობის 27-ე ტურში "ჩიკაგოს" გასვლაზე ქონდა თამაში "მონრეალთან". კანადაში მოგეხსენებათ ფეხბურთზე უფრო ჰოკეი უყვართ და შეხვედრას მხოლოდ 17 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო.

მატჩის ბედი სტუმართა გუნდის 33 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გადაწყვიტა. 50-ე წუთზე მასთან უხეშობისთვის მსაჯმა მეტოქე გუნდის მცველს დეიან ბოლდორს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ვიდეოგამეორებაზე დაასკვნა, რომ უფრო სერიოზულად დასჯას იმსახურებდა და მოედნიდან გააძევა.

59-ე წუთზე კი ბასტიანმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და "ჩიკაგოს" გამარჯვება მოაპოვებინა. მან ტრავმის გამო შეხვედრის
დასრულება ვერ მოახერხა, 79-ე წუთზე შეცვალეს და ნატკენ ფეხზე ყინულები დაადეს.

"ჩიკაგო" თავის ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო შვაინშტაიგერმა ამ სეზონში 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული