საუთგეიტი: ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა "უემბლის" სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი შემოუტრიალა უშუალო კონკურენტ სლოვაკეთს, 2:1 მოუგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისმა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა შემდეგი ბრძანა:

"ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა დაგვჭირდა მოსაგებად გუნდთან, რომელსაც ჩინებული ფეხბურთელები ყავს, მეტადრე ნახევარმცველები. ისევე როგორც მთელმა გუნდმა, რეშფორდმაც ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. თუმცა, გოლის გაშვებისას შეცდა. პერსპექტიული ბიჭია. ზაფხულში ახალგაზრდული ნაკრებიდან დასვენების მიზნით გავანთავისუფლეთ და ამით ყველანი მოგებულები დავრჩით.

გულშემატკივრებმა ძალიან დაგვიჭირეს მხარი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება დელე ალის მიერ ვიღაცისთვის შუა თითის ჩვენებას (მსაჯს აჩვენა
- რედ.), არ დამინახავს, მხოლოდ ახლა გავიგე, ამას უახლოეს ორ დღეში განვიხილავთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული