მარადონა: იკარდის ნაკრებში თამაში ძანეტის დამსახურებაა

AutoSharing Option
ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს დიეგო მარადონას მიაჩნია, რომ მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს:

"დღევანდელი ალბისელესტეს მდგომარეობა მაშფოთებს. ვფიქრობ, მწვრთნელს ხორხე სამპაოლის უკეთესი ფეხბურთელების მიწვევა სჭირდება. იკარდი იხმო, გონია ახალი ბატისტუტა იპოვა და იგუაინის იგნორირება მოახდინა.

იკარდი ნაკრებში მხოლოდ იმიტომაა, რომ "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ უშუამდგომლა. ერთხელ ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს ედგარდო ბაუსას ვესაუბრე და მითხრა, რომ მაუროს მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ დაურეკა და თანამეცხედრის მიწვევა მოსთხოვა. გაგიჟებული იყო კაცი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთს ერთი მეფე ყავს და ეყოლება.მას პელე ჰქვია.ამ სტატიის ავტორი სრული უცოდინარია.
თემო
15:14 06-09-2017
3
შეიძლება მარადონა არ გიყვარდეთ, მაგრამ ფეხბურთი მაინც უნდა გიყვარდეთ სიმართლე რომ აღიაროთ. პელე მეფე კი არა, ძალით გაპიარებული საშუალოზე უკეთესი ფეხბურთელია. ვერც მიღწევებით, ვერც ტექნიკით და სანახაობრივად ხომ საერთოდ, ის დიეგოსთან ვერ მივა. სადღაც ჭ კლასში გატანილი ათასი გოლი, როცა 7 თავდამსხმელზე ერთი მცველი მოდიოდა, ვერაფერი გმირობაა. დიეგომ მარტომ მოიგო მუნდიალი და მარტომ ათრია ვიღაც ნაპოლი 8 წელიწადი. ისტორია სიმართლეს არ მალავს. მარადონა მეფეა, პელე 15-20 წელიწადში აღარავის ემახსოვრება
jaba
15:23 20-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული