გზაგასაყარი: ყოფილი ვარსკვლავების გასაჭირი

AutoSharing Option
ძალიან ბევრ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. არადა, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია უკლუბოდ დარჩენილი, ახლო წარსულში თავის წონად სიტყვას რომ ამბობდნენ ევროპულ ფეხბურთში...

მატიე ფლამინი
2016 წლის თებერვალში "არსენალმა" გამოაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებდა. მერე მოვიდა ზაფხული და მატიე ფლამინი "კრისტალ პალასში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

ბოლო დროს ფლამინის გამოჩენას იტალიაში ელოდნენ. მისი გადაბირებით დაინტერესებულები იყვნენ "სამპდორია", სპალ-ი და "ვერონა", მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. არადა, ფლამინი არც კარიერის დასრულებას აპირებს.

ჯუზეპე
როსი
2013 წლის იანვარში ჯუზეპე როსი "ფიორენტინას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 2014 წელს იტალიელმა შემტევმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც წელიწადზე მეტი გაუცდა. "იებმა" ის ჯერ "ლევანტეში" გაანათხოვრეს, მერე კი "სელტაში".

ესპანეთის გასული ჩემპიონატის ბოლო ტურში როსი ისევ დაშავდა. ეს იყო მისი მეხუთე მძიმე ტრავმა კარიერის განმავლობაში. ამჟამად როსი აღდგენითი პროცედურებითაა დაკავებული.

ხოსე ანტონიო რეიესი
ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. ერთი წლის წინ ის "სევილიიდან" "ესპანიოლში" გადავიდა. კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა და ის გაგრძელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეიესი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ითამაშებდა. ეს კრიტერიუმები ვეტერანმა ვერ დააკმაყოფილა და დღეს უკლუბოდაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული