კრიშტიანო რონალდოს ხუთჯერ 90-90 წუთი სძინავსო...

AutoSharing Option
თურმე, ძილის სპეციალისტიც არსებობს და სპორტსმენებსაც ეხმარება, თანაც ყველაზე პოპულარულებს. ნიკ ლიტლჰეილსი "მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "რეალისა" და სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს ეხმარებოდა ძილის თავისებურად მოწესრიგებაში.

ამ ლიტლჰეილსმა თქვა, რომ კრიშტიანო რონალდოს ადრე ღამით 8 საათი ეძინა, გადააჩვია და ახლა 24 საათის განმავლობაში ხუთჯერ სძინავს 90-90 წუთი...

ყოველი დაძინების წინ საათნახევრით ადრე სპორტსმენმა უნდა გამორთოს მობილური და არ უნდა უყუროს არანაირ მონიტორს. სპეციალისტი თავის კლიენტებს აგრეთვე ურჩევს დაიძინონ ემბრიონის პოზაში სპეციალურ 10 სანტიმეტრის სისქის ლეიბზე.

ეს ცოტა დაუჯერებელი ამბავი ბრიტანულმა "ინდეპენდენტმა"
გაავრცელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული