ოჩიგავა "ოლიმპიკში" დებიუტით კმაყოფილია

AutoSharing Option
კიევის "დინამოდან" დონეცკის "ოლიმპიკში" განათხოვრებულმა 22 წლის მცველმა ზურაბ ოჩიგავამ (სურათზე მარცხნივ) თავის ახალ გუნდში პირველი მატჩი უკრაინის პირველობაზე პოლტავაში "ვორსკლასთან" ჩაატარა. შეხვედრა 1:1 დასრულდა, ზურაბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

თამაშის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ დებიუტში გაუჭირდათ, დაიბნენ, გოლი გაუშვეს, თუმცა ამან არ გატეხა, ძალები მოიკრიბეს, ანგარიში შესვენებამდე გაათანაბრეს, მაგარი ბრძოლა იყო, არც ერთ გუნდს არ უნდოდა დამარცხება, ალბათ, მაყურებელს თამაში მოეწონა, თანდათან შედის ფორმაში და ახალ გუნდში თავს კარგად გრძნობს.

ოჩიგავა კიეველია და უკრაინის ახალგაზრდულ
ნაკრებშია ნაასპარეზევი.

ამ შეხვედრაში დონბასელთა კარს უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იცავდა, ხოლო "ვორსკლაში" დაბრუნებული ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული