გასულ კვირას ბენიტესმა ოპერაცია გაიკეთა ორი წლის წინ ნაოპერაციებ ადგილზე. მაშინ რაფამ თიაქარს უწამლა. ახლა იმავე ადგილზე შეეჭრა ინფექცია. თავდაპირველად ბენიტესს 7 სექტემბერს სურდა სამუშაოს განახლება, მაგრამ მანქანაში ყოფნის დროს პრობლემატურ ადგილას ტკივილი იგრძნო. "სუონსისთან"მოგებულ პრემიერლიგურ მატჩში (1:0) ბენიტესი გუნდთან ერთად არ ყოფილა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"