ვეტერანმა ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილიასმა თქვა, რომ თავის გუნდთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატი არ მოუგია, ეს გამოსასწორებელი აქვს და უფრო ამიტომ გაახანგრძლივა „დრაკონებთან“ შრომითი ხელშეკრულება:
„ჩემი დარჩენის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში კლუბის წინაშე ვალში ვარ, რადგან ძალიან დამიჭირეს მხარი და ტოპ-მეკარედ დარჩენის შესაძლებლობა მომცეს.
„პორტუში“ მესამე სეზონს ვატარებ. პირველ ორში ოქროს მედლებს ვერ დავეუფლეთ. ეს ჩემთვის კარგი გამოწვევაა. უნდა დავეხმარო ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსის შენარჩუნებაში“.
იკერის ახალ კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულში გასდის. ბარემ გეტყვით, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე მე-19
სეზონს ატარებს და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერის“ ყოფილ ნახევარმცველს რაიან გიგზს გაუთანაბრდა. მასვე ეკუთვნის ამ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რეკორდი - 165 (თუ საკვალიფიკაციოზე გამართულ შეხვედრებსაც ჩავთვლით - 174). თუმცა, „ბეშიქთაშთან“ ვერც მან ივარგა, ვერც მისმა თანაგუნდელებმა და 1:3-ზე დამარცხდნენ.