კიმ ჩინ ინი "იუნაიტედის" მეტოქეებს ბირთვული იარაღით ემუქრება

AutoSharing Option
ოდიოზური იტალიელი სენატორი ანტონიო რაცი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორთან კიმ ჩენ ინთან მეგობრობს, ამბობს, რომ მისი დოსტი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედს" ქომაგობს, მოთამაშეებიდან კი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მოსწონს.

თურმე, კიმი სისტემატურად უყურებს პრემიერლიგის მატჩებს, ფრიად განუცდია "მანიუმ" "სტოკს" რომ ვერ სძლია და უთქვამს ხუმრობით, "იუნაიტედის" მოწინააღმდეგეები ფრთხილად იყვნენ, თორემ მათ წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო. მერე დაუტრაბახებია, ჩვენ მუდმივი ევოლუციის ქვეყანა ვართ, მალე ჩრდილოკორეელი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში იბურთავებენ და მთელ საფეხბურთო სამყაროს გააოცებენო.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეის ნაკრების 19
წლის ფორვარდი ჰან კვან სონი "კალიარის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული