რუმინეთის ნაკრები კოზმინ კონტრას ჩააბარეს

AutoSharing Option
გადაყენებული კრისტოფ დაუმის ნაცვლად ვლახების ეროვნულ გუნდს კოზმინ კონტრა გაწვრთნის. მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ამოცანად ნაკრების 2020 წლის ევროპირველობაზე გაყვანა დაუსახეს.

ნაკრების დასამოძღვრად კონტრა ბუქარესტის "დინამოს" დატოვებს. მან ეროვნულ გუნდში 1996-2010 წლებში 73 მატჩი ჩაატარა (მარჯვენა მცველი გახლდათ), თამაშზე თავის დანებების შემდეგ კი ესპანეთსა და ჩინეთში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული