16 წლის პელეგრის შეძენას "ჩელსი" აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მენეჯერს ანტონიო კონტეს მოეწონა "ჯენოას" 16 წლის თავდამსხმელის პიეტრო პელეგრის თამაში, რომელმაც იტალიის პირველობაზე რომის "ლაციოს" 2 გოლი გაუტანა და მისი სამსახურით დაინტერესდა. ანტონიო თვლის, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, პიეტრო ფიზიკურად ძლიერია და პრემიერლიგაზე ასპარეზობა არ გაუჭირდება.

თუმცა, პელეგრის შეძენა ადვილი არ იქნება, რადგან არასრულწლოვანია და თან მისი მამა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელია, ჯერ შვილის სხვა კლუბში გადასვლის წინააღმდეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული