ფიფას რჩეულები არიან: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), კეილორ ნავასი (რეალი) და მანუელ ნოიერი (ბაიერნი).
ფიფას დაჯილდოების ცერემონიალი 23 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ორგანიზაცია საუკეთესოებს ერთბაშად რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. დასახელდება საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებში, საუკეთესო მწვრთნელი ქალებში, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ფეხბურთელი.