თურქული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ 48 წლის ბრაზილიელმა ლეონარდომ "ანთალიასპორის" ხელმძღვანელობასთან გუნდის ჩაბარებაზე შეთანხმებას მიაღწია. თურმე, მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე უკვე შეთანხმებულან.
შეგახსენებთ, ლეონარდო "მილანის" და მილანის "ინტერის" მწვრთნელი იყო, აგრეთვე პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახლდათ.
"ანთალიასპორში" ნახევარმცველი სამირ ნასრი და თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო თამაშობენ და ეს გუნდი 5 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე მე-16 ადგილზეა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.