ბრაზილიელი მარლოსი უკრაინის ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 29 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მარლოსმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ახლა უეფასგან ნებართვას ელის და მალე უკრინის ნაკრებში თამაშის უფლებას მიიღებს.

სხვათა შორის, გუშინ "ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" ნამატჩევს "ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ დონბასური გუნდიდან სწორედ მარლოსი გამოყო.

ის 2012 წელს "სან პაულუდან" ხარკოვის "მეტალისტში" გადავიდა, ხოლო 2014-ში "შახტარში" გადაბარგდა.

უკრაინელებს უნდათ მისი ნატურალიზება 6 ოქტომბერს კოსოვოსთან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე მოასწრონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული