მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები ეკატერინბურგშიც გაიმართება და სპეციალურად ახალი 27 000-იანი სტადიონი ააშენეს, მაგრამ ფიფას მოთხოვნით ასეთ ტურნირზე არენის ტევადობა მინიმუმ 35-ათასიანი უნდა იყოს.
ჰოდა, იფიქრეს, იფიქრეს რუსმა არქიტექტორებმა და "გენიალური გეგმა“ მოიფიქრეს. ნაგებობა ორი მხრიდან "გამოჭრეს“ და ტრიბუნები გარედან მიაშენეს. ახლა სტადიონი 45 ათასს დაიტევს, მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ამ ტრიბუნებს მოანგრევენ.
უკვე ხუმრობენ, რომ ნაგებობა ექტრიმის მოყვარულებს მოეწონებათ, თუმცა თამაშს პრაქტიკულად ვერ უყურებენ. ზოგი კი ღადაობს, არქიტექტურის "შედევრია“ და პრიცკერის პრემიაზეა წარსადგენიო.
ეკატერინბურგის "ურალი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი