ბეილი 2003 წლის შემდეგ პირველად არ დაასახელეს უელსის საუკეთესო ფეხბურთელად

AutoSharing Option
მიჯრით 5 სეზონის განმავლობაში აღიარებდნენ უელსის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს გარეთ ბეილს, ახლა კი ფეხბურთის ასოციაციამ საუკეთესოდ  ჩემპიონლიგის "რედინგის" 28 წლის მცველი კრის განტერი (სურათზე) მიიჩნია, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ "ლივერპულის" 17 წლის ფორვარდი ბენჟამინ ვუდბერნი დაასახელეს.

ანალოგიური გამოკითხვა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმაც ჩაატარეს. მოთამაშეებმა საუკეთესოდ ბეილი დაასახელეს, გულშემატკივრებმა "სტოკის" ნახევარმცველი ჯო ალენი, ხოლო ჟურნალისტებმა "რედინგის" ჰავბეკი დევიდ ედვარდსი.

უელსის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება "ნიუთაუნის" 34 წლის ნახევარმცველს კრეიგ უილიამსს მიანიჭეს.

ტრავმირებული
ბეილისა და უილიამსის გარდა ამ ფეხბურთელებს 6 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან მატჩში ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული