ტონი ბელიუ: რიო ფერდინანდი დაცინის კრივს

AutoSharing Option
მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ტონი ბელიუს აზრით, ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელის რიო ფერდინანდის განცხადება, რომ პროფესიონალი მოკრივე უნდა გახდეს, სპორტის ამ სახეობის დაცინვაა:

"ის დაცინის კრივს. ეს თამაში კი არა სპორტის სერიოზული სახეობაა. თან, ძალიან სახიფათოა. ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს. მე მისი მესმის.

თუმცა, კრივით შეუძლია სატრენაჟორო დარბაზში გაერთოს. რაში ჭირდება რინგზე გასვლა? რიოზე დოკუმენტური ფილმი ვნახე და მის მიმართ სიმპათიით განვიმსჭვალე. შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საზოგადოების მხრიდან ყურადღების დეფიციტს განიცდის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული