კლაუდიო ბრავოს სიდედრმა არტურო ვიდალი ამხილა

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრების მეკარის კლაუდიო ბრავოს მეუღლემ კარლა პრადომ ეროვნული გუნდის ბრაზილიასთან 0:3-ზე დამარცხების და მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ თქვა, სანამ ზოგიერთი თავს ირთობდა და ნაქეიფარზე ვერ ვარჯიშობდა, უმეტესობა გამარჯვებისთვის უკანალზე იხეოდაო. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ნახევარმცველი არტურო ვიდალი იგულისხმა.

სამაგიეროდ ბრავოს სიდედრმა პილარ ლისანამ გაამხილა ყველაფერი. აი, რა განუცხადა მან ჩილეს ერთ-ერთ ტელეარხს:"ჩემი ძმისშვილი მონტისელოში კაზინოში მუშაობს. მან მითხრა სინამდვილეში რაც მოხდა. იქ ჩხუბი იყო. არტურო დილის 7 საათზე წავიდა. მან დაწესებულების პატრონს ვიდეოდაკვირვების ფირის წასაშლელად ფული
გადაუხადა.

ყველამ ვიცოდით რა ხდებოდა ნაკრებში და ეს რა ხალხია. მწვრთნელმა ხუან პიციმ არავინ არ დასაჯა, ახლა კი მთელი ქვეყანა ტირის".

პიციმ მოულოდნელად ვიდალი სელესაოსთან შეხვედრის განაცხადშიც კი არ შეიყვანა, ფეხბურთელმა ცხელ გულზე სანაკრებო კარიერის დასრულება იუწყა, მაგრამ რამოდენიმე საათში განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს არ დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული