იყო ორი გამორჩეული მატჩი, მაგრამ ჩვენ მესამეთი უნდა დავიწყოთ. მოსკოვში "სპარტაკმა" ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე 5:1 მოუგო "სევილიას". ეს იყო, ალბათ, სათამაშო დღის მთავარი სენსაცია არა შედეგის, არამედ ანგარიშის თვალსაზრისით...
როგორც იქნა, საგოლე სუნთქვა გაეხსნა იურგენ კლოპის გაწვრთნილ "ლივერპულს" და აქამდე გაფუჭებული საგოლე მომენტები ცხვირში ძმრად ამოადინა ბეჩავ "მარიბორს". ბოლოდროინდელი კრიტიკის ფონზე, კლოპმა იხილა "თავისი" "ლივერპული", თუმცა მეტოქესაც ხომ გააჩნია?!.
"მანჩესტერ სიტიმ" რაჰიმ სტერლინგისა და გაბრიელ ჟეზუშის გოლებით შინ დაუმტკიცა "ნაპოლის", რომ დღეს
დონეცკის "შახტარმა" გასვლაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო "ფეიენოორდს". შეცვლაზე შევიდა ჩვენებური დავით ხოჭოლავა და კაცნაკლულად დარჩენილ თავისიანებს სასურველი ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა. დუბლი კი მიითვალა ბრაზილიელმა ბერნარდმა, ვისაც ხანდახან "სელესაოშიც" უხმობენ...
"მონაკომ" შინ წააგო "ბეშიქთაშთან" და ძალიან გაირთულა საქმე. გასაკვირიც არაა: სამთავროს გუნდი გასული სეზონის შემდეგ თითქმის მთლიანად დაიცალა ლიდერებისგან, მარტო რადამელ ფალკაო კი გატანაშიც ბრალია...
"ლაიპციგი" უხვგოლიან "თრილერში" "პორტუს" მოერია. გერმანელებმა ზღაპრულ პირველ ტაიმს წყნარი მეორე ნახევარი უნაცვლეს, თუმცა მოსაგებად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, "დორტმუნდი" უნდა გამოვიტიროთ. ყველასთვის მოულოდნელად, პეტერ ბოშის გუნდი კვიპროსში ფრეს დასჯერდა. მეტიც - გერმანელები სულაც აგებდნენ, მაგრამ მერე გაათანაბრეს ანგარიში, ბოლოს კი კინაღამ მოიგეს კიდეც, მაგრამ "კინაღამ" არც ფეხბურთში ითვლება და არც ცხოვრებაშია რაიმეს მომცემი.
"რეალმა" და "ტოტენჰემმა" ერთობ თვალსასეირო მატჩში, გოლების გარდა, მომენტებიც გაცვალეს. ჯერ რაფაელ ვარანმა შეაგდო საკუთარ კარში, მერე კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
ფაქტები
- "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო ბოლო 10 მატჩი და გაუთანაბრდა პეპ გვარდიოლას საუკეთესო სერიას 2016/17 წლების სეზონის სტარტიდან.
- უკანასკნელი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროტურნირების საგარეო მატჩში 7 და მეტი ბურთის სხვაობით მოიგო, იყო "არსენალი", რომელმაც 1993 წლის ნოემბერში, დღეს უკვე არარსებულ თასების მფლობელთა თასზე, ბელგიის "სტანდარდს" 7:0 მოუგო.
- "ლივერპულის" მიერ მოგებული 7:0 არის ბურთების საუკეთესო სხვაობა ინგლისური კლუბებისთვის ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში.
- "მარიბორი"-"ლივერპულის" გარდა, ჩემპიონთა ლიგის უდიდესი საგარეო გამარჯვებებია - "ჟილინა"-"მარსელი" 0:7 (2010 წლის ნოემბერი); ბატე-"შახტარი" 0:7 (2014 წლის ოქტომბერი).
- ტონი კროოსმა "ტოტენჰემთან" მატჩის პირველ ტაიმში ყველა 40 პასი ზუსტად შეასრულა და გამოიმუშავა თავისი პირველი პენალტი "რეალში" ყოფნის პერიოდში (იგულისხმება ყველა ტურნირი).
- "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-6 პენალტი მოიგერია.
- კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩში ინგლისურ კლუბებს მე-10 გოლი გაუტანა. მხოლოდ ლიონელ მესის აქვს გატანილი მეტი - 17.
- რაჰიმ სტერლინგმა ამ სეზონის 11 მატჩში მე-8 გოლი გაიტანა - ცოტათი ნაკლები, ვიდრე წინა 47 მატჩში (10).
- იკერ კასილიასისა (166) და ჩავი ერნანდესის (151) შემდეგ კრიშტიანო რონალდო გახდა მესამე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 143
სპარტაკი-სევილია 5:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პრომესი (18), 1:1 კიაერი (30), 2:1 მელგარეხო (58), 3:1 გლუშაკოვი (67), 4:1 ლუის ადრიანო (74), 5:1 პრომესი (90)
სპარტაკი (4-2-3-1): სელიხოვი - ეშჩენკო, ტასკი, ჯიქია, დ. კომბაროვი - ფერნანდო, გლუშაკოვი - სამედოვი (25. მელგარეხო), პოპოვი (57. პაშალიჩი), პრომესი - ლუის ადრიანო.
სევილია (4-3-3): სერხიო რიკო - მერკადო, ლენგლე, კიაერი, ესკუდერო - ბანეგა, პისარო, კრონ-დელი (68. ვასკესი) - ნოლიტო (76. ხესუს ნავასი), ბენ იედერი (82. მურიელი), სარაბია.
მარიბორი-ლივერპული 0:7 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ფირმინო (4), 0:2 კოუტინიო (13), 0:3 სალაჰი (19), 0:4 სალაჰი (39), 0:5 ფირმინო (54), 0:6 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (86), 0:7 არნოლდი (90)
მარიბორი (4-2-3-1): ი. ჰანდანოვიჩი - მილეცი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი - კაბა, ვრჰოვეცი - მ. კრამარიჩი (58. ჰოტიჩი), აჰმედი (58. პიჰლერი), ბოჰარი (81. მესანოვიჩი) - ტავარეში.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - არნოლდი, ლოვრენი, მატიპი, ალბერტო მორენო - ვეინალდუმი (76. სოლანკე), ჩანი, მილნერი - სალაჰი (57. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო (68. სტარიჯი), კოუტინიო.
მომდევნო ტური
1 ნოემბერი
სევილია-სპარტაკი
ლივერპული-მარიბორი
F ჯგუფი
მანჩესტერ სიტი-ნაპოლი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 2:0 ჟეზუში (19), 2:1 დიავარა (73-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მერტენსი (38. ნაპოლი)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (76. გიუნდოგანი) - სტერლინგი (70. ბერნარდო სილვა), ჟეზუში (67. დანილო), სანე.
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი (70. მაჯო), ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (78. უნასი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (57. ალანი).
ფეიენოორდი-შახტარი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ბერგჰიუსი (7), 1:1 ბერნარდი (24), 1:2 ბერნარდი (54)
ფეიენოორდი (4-3-3): ჯოუნსი - ნეუვკუპი (61. ტოორნსტრა), ვან ბეეკი (77. კრამერი), დე ხუსტი, ჰაპსი - ამრაბატი, ელ აჰმადი, ვილენა - ბერგჰიუსი, იორგენსენი (67. ლარსენი), ბუტიუსი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიტსკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი (90. ზუბკოვი), ტაისონი, ბერნარდი (70. კოვალენკო) - ფერეირა (77. ხოჭოლავა).
გაძევება: რაკიტსკი (75. შახტარი)
მომდევნო ტური
1 ნოემბერი
ნაპოლი-მანჩესტერ სიტი
შახტარი-ფეიენოორდი
G ჯგუფი
მონაკო-ბეშიქთაში 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ფალკაო (30), 1:1 ტოსუნი (34), 1:2 ტოსუნი (54)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე (79. ბოშილია) - ტილემანსი (57. ლოპესი), მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - ბალდე, ფალკაო.
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - ადრიანო, პეპე, დ. ტოშიჩი, ერკინი - არსლანი (74. მედელი), ჰატჩინსონი - კვარეშმა, ტალისკა (74. ოიაზკუპი), ბაბელი - ტოსუნი (89. ნეგრედო).
ლაიპციგი-პორტუ 3:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ორბანი (8), 1:1 აბუბაქარი (18), 2:1 ფორსბერგი (37), 3:1 ოგიუსტენი (40), 3:2 მარკანო (44)
ლაიპციგი (4-3-3): გულაშჩი - კლოსტერმანი, ურბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - კეიტა, ზაბიტცერი, კამპლი - ბრუმა (75. ვერნერი), ოგიუსტენი (76. პოულსენი), ფორსბერგი (90. ბერნარდო).
პორტუ (4-2-3-1): ჟოზე სა - ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ტელესი - პერეირა, ოლივეირა (58. ტორესი) - მარეგა, ერერა (81. ერნანი), ბრაჰიმი (76. კორონა) - აბუბაქარი.
მომდევნო ტური
1 ნოემბერი
ბეშიქთაში-მონაკო
პორტუ-ლაიპციგი
H ჯგუფი
რეალი-ტოტენჰემი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები:0:1 ვარანი(28,ს.კ), 1:1 რონალდო (43, პენ)
რეალი (4-3-1-2): ნავასი - ჰაკიმი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო (87. ლუკას ვასკესი)- რონალდო, ბენზემა (76. ასენსიო)
ტოტენჰემი (5-3-2): ლორისი - ორიე, სანჩესი, დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - სისოკო (89. სონი), ვინკსი, ერიკსენი - ლორენტე (80. როუზი), კეინი
აპოელ-დორტმუნდი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები:1:0 პოტე (62), 1:1 პაპასტატოპულოსი (67)
აპოელ (4-2-3-1): ვატერმანი (45. გუდინო) - ვუროსი, რუედა, მაკრისი, ლაგო - ვინისიუსი, მორაეში - ზაიდი, ებესილიო (72. რ. სალაი), ალონეფტისი - დე კამარგო (30. პოტე)
დორტმუნდი (4-3-3): ბურკი - ბარტრა, პაპასტატოპულოსი, ტოპრაკი (60. ტოლიანი), შმელცრი (73. ფილიპი) - გიოტცე, ვაიგლი, კაგავა - იარმოლენკო (82. ისაკი), ობამეიანგი, პულიშიჩი
მომდევნო ტური
1 ნოემბერი
ტოტენჰემი-რეალი
დორტმუნდი-აპოელ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"