სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს

AutoSharing Option
როგორც იცით, სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან ერთად იყო ჯგუფში და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ,  9 ოქტომბერს სლავებმა ბელგრადში გადამწყვეტ მატჩში სწორედ ჩვენ გუნდს მოუგეს 1:0.

ამდენად, ცოტა არ იყოს გასაკვირია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდის მწვრთნელს სლავოლიუბ მუსლინს კონტრაქტი გაუწყვიტეს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე მლადენ კრსტაიჩი შეასრულებს.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია მუსლინთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზს არ ასახელებს.

43 წლის კრსტაიჩი "პარტიზანში", "ვერდერსა" და "შალკეში" თამაშობდა და ნოემბერში ნაკრებს ჩინეთთან და კორეასთან ამხანაგურ შეხვედრებში უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აგერ ვაისი წაიყვანონ მუნდიალზე გამოცდილება აქვს მაინც!!!
gero
21:29 30-10-2017
0
გამარჯვებული გააგდეს,ჩავარდნილს კი ეხვეწებიან.არ კი მიკვირს,რაც მაგათ რესურსი აქვთ,გაცილებით უკეთ უნდა ეთამაშათ.
სოსო
21:39 30-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული