ამდენად, ცოტა არ იყოს გასაკვირია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდის მწვრთნელს სლავოლიუბ მუსლინს კონტრაქტი გაუწყვიტეს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე მლადენ კრსტაიჩი შეასრულებს.
სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია მუსლინთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზს არ ასახელებს.
43 წლის კრსტაიჩი "პარტიზანში", "ვერდერსა" და "შალკეში" თამაშობდა და ნოემბერში ნაკრებს ჩინეთთან და კორეასთან ამხანაგურ შეხვედრებში უხელმძღვანელებს.