უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, მუნდიალის გარეშე დარჩა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდის თამაშში პროგრესი შეინიშნება.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ანდრეის 2020 წლის ზაფხულამდე ერთხმად გაუხანგრძლივა კონტრაქტი.
ცნობისათვის, შევჩენკოს შრომითი ხელშეკრულება 2016 წელს 2+2 სისტემით გაუფორმეს.